უკრაინის საგარეო უწყება - ევროპის 5 ქვეყანაში უკრაინის საელჩოებმა სისხლიანი ამანათები მიიღეს, რომელშიც ცხოველების თვალები იყო

რუსმა აგენტებმა თუ რუსეთის სისხლიანი რეჟიმის მხარდამჭერებმა სისხლით შეღებილი ამანათები გაუგზავნეს უკრაინის საელჩოებსა და საკონსულოებს ევროპის ხუთ ქვეყანაში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მისივე ინფორმაციით, ასეთი შეტყობინებები მიიღეს საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლში (იტალია) და კრაკოვში (პოლონეთი) და ბრნოს (ჩეხეთი) საკონსულოში.

"გზავნილები სპეციფიკური ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ შეტყობინების მნიშვნელობას" - აცხადებენ სამინისტროში.

გარდა ამისა, უცნობმა პირებმა ვატიკანში უკრაინის ელჩის სახლის შესასვლელი დააზიანეს, ხოლო ყაზახეთში საელჩოში მიიღეს შეტყობინება დანაღმვის შესახებ, რომელიც შემდგომში არ დადასტურდა.

ამასთან, აშშ-ში უკრაინის საელჩომ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის ტერიტორიიდან მიიღო წერილი უკრაინის შესახებ კრიტიკული სტატიის ასლით.

"არსებობს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ მიმდინარეობს უკრაინის საელჩოების და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია. რადგან ვერ ახერხებენ დიპლომატიურ ფრონტზე უკრაინის შეჩერებას, ცდილობენ ჩვენს დაშინებას, თუმცა შემიძლია დაუფიქრებლად ვთქვა, რომ ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ.

უკრაინის ყველა საელჩო და საკონსულო უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებზეა გადასული.

"მოვუწოდებთ უცხო ქვეყნების მთავრობებს, უზრუნველყონ უკრაინის დიპლომატიური ინსტიტუტების მაქსიმალური დაცვა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები