ურუგვაი ჯგუფში ჩარჩა, H ჯგუფიდან ფლეი-ოფში პორტუგალია და სამხრეთ-კორეა ითამაშებენ

ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოვლენები H ჯგუფის დასკვნით ეტაპზე.

სამხრეთ-კორეამ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და ფლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა. თავის თამაში მოიგო ურუგვაიმაც, რომელმაც განას 2:0 სძლია. თუმცა სამხრეთ-ამერიკელებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, რადგან ეს შედეგი საკმარისი არ აღმოჩნდა 1/8 ფინალში გასასვლელად.

მარცხის მიუხედავად პორტუგალია პირველი ადგილით გადის ჯგუფიდან, ხოლო სამხრეთ-კორეა მეორე პოზიციით.

ურუგვაის ჯგუფში ჩარჩენა ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი მოვლენაა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მსოფლიო ჩემპიონატი პირველი ჩემპიონის გარეშე გრძელდება.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი