გიორგი რუხაძე - ამ პირობებით თუ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, უარს არ იტყვიან

ივანიშვილისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც მართავს ამ ქვეყანას მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, ასეთი მმართველობის გაგრძელება, ამ პირობებით თუ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, უარს არ იტყვიან, - ამის შესახებ "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი ძალა მზად არ არის ევროინტეგრაციის მიზნით თავისი ძალაუფლების ნაწილი დათმოს. 

"საქართველოს ხელისუფლების ამოცანა არ არის ევროკავშირში ინტეგრაცია, უბრალოდ,  ის საქართველოს მოსახლეობის ნებას ასე პირდაპირ გვერდს ვერ აუვლის, პირდაპირ ვერ იტყვის, რომ ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. მაშინ გამოდის, რომ მოსახლეობის 80-ზე მეტ პროცენტს ეტყვის,  რომ თქვენი პრიორიტეტი ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა. 

ივანიშვილისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება, როგორც მართავს ამ ქვეყანას მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, ასეთი მმართველობის გაგრძელება, ამ პირობებით თუ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, უარს არ იტყვიან, მაგრამ ასე არ გამოვა. იმისათვის,  რომ კანდიდატის სტატუსისთვის და ევროინტეგრაციისთვის რაღაც  დათმონ  - თავიანთი ძალაუფლების ნაწილი, ან ის ინსტიტუტები, რომლებიც წესითა და რიგით მათ კონტროლს არ უნდა ექვემდებარებოდეს, როგორიც არის სასამართლო,  პროკურატურა, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მიტაცებული აქვთ, ამისათვის მზად არ არიან  და ეს თვალნათლივ ჩანს.  ამის ფონზე დეოლიგარქიზაციის კანონს ამ ფორმით მიიღებენ თუ იმ ფორმით, რომელიც ივანიშვილს არ ეხება, ამას მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები