პაატა მანჯგალაძე - "ალტ-ინფოა“, თუ "ბიძინას ძალა“, უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სანქციები ყველას მოაკითხავს და დაუკაკუნებს კარზე

"ალტ-ინფოა“, თუ "ბიძინას ძალა“, უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სანქციები ყველას მოაკითხავს და დაუკაკუნებს კარზე, - ამის შესახებ Front News-ს "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ALDE-ს მიერ მიღებული რეზოლუციის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი განმარტებით, ეს რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულება  ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

"ალდემ" მიიღოს "სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მომზადებული  რეზოლუცია, მნიშვნელოვანია, რომ მასში უკვე დაფიქსირებულია კონკრეტული სახელები იმ ადამიანების,  ვინც არის დამაბრკოლებელი საქართველოს დასავლური ინტეგრაციის. 

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის, როგორც ანტიდასავლური განცხადებების გამავრცელებლის, რომელიც რუსულ ნარატივებს იმეორებს, ლაშა ჩხიკვაძე - ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის და ასევე სიძულვილის ჯგუფების ხელმძღვანელის კოკა მორგოშიაზეა საუბარი. ეს არის პირველი ნაბიჯი,  უნდა იცოდნენ  „ალტ-ინფოა“,  "ხალხის ძალაა“ თუ „ბიძინას ძალა“, რომ ევროპული სანქციები ყველას მოაკითხავს და ყველას დაუკაკუნებს კარზე. 

გარდა ამისა, ყველამ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, რეზოლუციაში მოწოდება არის პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეს. აქ მხოლოდ სააკაშვილზე, როგორც ერთ ადამიანზე არ არის საქმე, მნიშვნელოვანია,  ქვეყანა დადგება ევროპულ გზაზე, თუ დარჩება რუსულ ჭაობში“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

დღეს საქართველოს შესახებ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პარტიის რეზოლუცია გამოქვეყნდა. 

ავტორი "სტრატეგია აღმაშენებელია".

"ALDE საბჭო

▫️აღიარებს:

- რომ 2022 წლის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა  საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

▫️მკაცრად გმობს:

- მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. აღნიშნულ  ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას.

- პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებს კრიტიკული მედია საშუალებებისა (ფორმულა, TV პირველი, მთავარი) და მათი მფლობელების წინააღმდეგ; ოპოზიციის ლიდერების, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ, რაც ასევე აღნიშნულია, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მაგალითი,   2022 წლის 8 ნოემბრის, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის  ანგარიშში.

▫️მოუწოდებს, რომ:

- ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი კომისიის მიერ დადგენილი თორმეტიდან 12-ვე პუნქტის შესრულების შემდგომ.

- ევროკომისიამ დააჩქაროს საქართველოს შეფასების პროცესი კონკრეტული კრიტერიუმებისა და ვადების დაწესებით.

- მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე;

- ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აუკრძალონ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ფიზიკური პირებსა და ჯგუფებს:

- (1) რადიკალური ჯგუფის „ალტ-ინფოს“ ლიდერსა და დამფუძნებელს -კონსტანტინე მორგოშიას, რომელიც პასუხისმგებელია მედიის წარმომადგენლებისა და უმცირესობათა ჯგუფების მიმართ განხორციელებული ძალადობის ორგანიზებაზე 2021 წლის 5-6 ივლისს;

- 2) მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ.

- საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილება და შეიწყალოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია მთავარის მედია-მენეჯერი ნიკა გვარამია, როგორც  პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზაციისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების დასრულებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

- მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შეწყვიტოს შეურაცხმყოფელი, სიტყვიერი თავდასხმები ევროკავშირის ინსტიტუტებზე და ევროპარლამენტის წევრებზე. ასეთი თავდასხმები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები