ლევან ხაბეიშვილი - მივმართავ ხელისუფლებას, რომ ამ ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად იყოს გლოვის დღე გამოცხადებული

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების პატივსაცემად, გლოვის დღის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

"მინდა მივუსამძიმრო მთელს საქართველოს ეს ტრაგედია და ამასობაში მინდა, ძალიან მოკლე ინიციატივა ვთქვა, როდესაც ასეთი მძიმე დღეები გვაქვს და ჩვენ დავკარგეთ უამრავი ვაჟკაცი, მათ შორის ამ მოკლე დროში რუსეთ- უკრაინის ომის დროს.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად იყოს გლოვის დღე გამოცხადებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ადამიანების ოჯახებისთვის და იმისათვის, რომ ყველამ კარგად იცოდნენ, რომ დიახ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდნენ მტერთან", - განაცხადა ხაბეიშვილმა "მთავარის" ეთერში.

დღეს უკრაინაში, ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები