ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და აშშ-ის სახელით საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში დაგმობილია საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგრესია, საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე ოკუპაცია.

განცხადების თანახმად, საჭიროა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაერო-ს ქარტიის და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე.

ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მიესალმება საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებას და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვნოს ჯარების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების წვდომა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. აღიარების გადაწყვეტილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები