არგენტინამ ავსტრალია დაამარცხა და 1/4 ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა. “აჰმედ ბინ ალის” სტადიონზე არგენტინამ ავსტრალია 2:1 დაამარცხა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ანგარიში 35-ე წუთზე არგენტინელთა ლიდერმა ლეო მესიმ გახსნა. 57-ე წუთზე ხულიან ალვარესმა ავტრალიელთა მეკარის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 77-ე წუთზე ავსტრალიამერთი გოლის გაქვითვა მოახერხა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ შეძლო და შეხვედრაში დამარცხდა.

არგენტინის ეროვნული ნაკრები 1/4 ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 9 დეკემბერს შედგება.

4 დეკემბერს 1/8 ფინალური ეტაპის კიდევ ორი თამაში გაიმართება:

19:00 საათზე: საფრანგეთი - პოლონეთი

23:00 საათზე: ინგლისი - სენეგალი

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი