საპროტესტო ტალღის შემდეგ ირანის ხელისუფლებამ "მორალის პოლიცია" გაუქმებულად გამოაცხადა

ირანის ხელისუფლებამ გაუქმებულად გამოაცხადა "მორალის პოლიცია", რომლის საქმიანობამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო ახალგაზრდა ქალის სიკვდილი და ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო ტალღა გამოიწვია, - ინფორმაციას Alarabiya News ავრცელებს.

"მორალის პოლიციას" არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან და გაუქმებულია“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.

დღესვე ირანის გენერალური პროკურორის კიდევ ერთი განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა კანონის შეცვლაზე, რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს.

"მორალის პოლიცია" 2006 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა შექმნა. 

სექტემბრის ბოლოს "მორალის პოლიციამ" "ჰიჯაბის არასწორად ტარების" გამო 22 წლის მაჰსა ამინი ჰიჯაბი დააკავა, რომელიც მალევე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, რამაც ქვეყანაში პროტესტი გამოიწვია. საპროტესტო აქციებს ირანის ხელისუფლება სასტიკი მეთოდებით შლის.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დროს 200-მდე ადამიანი დაიღუპა, თუმცა უფლებადამცველების მონაცემებით, მოკლულია მინიმუმ 469 მომიტინგე, მათ შორის 64 არასრულწლოვანი. საპროტესტო გამოსვლების დააკავეს 18000-ზე მეტი ადამიანი.

უახლესი ამბები