საფრანგეთმა პოლონეთი დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა

“ალ თუმამას” სტადიონზე მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთი 3:1 დაამარცხა.

ანგარიში ოლივიე ჟირუმ მატჩის 44-ე წუთზე გახსნა, მეორე ტაიმში კი კილიან მბაპემ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეხვედრის მიწურულს პოლონეთის ნაკრებმა პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო, თავი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან რობერტ ლევანდოვსკიმ გამოიჩინა.

აღსანიშნავია, რომ დღეს გატანილი გოლის წყალობით ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ფრანგები ამ გამარჯვებით გადიან 1/4 ფინალში, სადაც ინგლისი-სენეგალის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი