ინგლისმა სენეგალი დაამარცხა და 1/4 ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება

“ალ ბაითის” სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ინგლისი და სენეგალი დაუპირისპირდნენ, მატჩი ბრიტანელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

ანგარიში ჯორდან ჰენდერსონმა 38-ე წუთზე გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს ჰარი კეინმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში ინგლისელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს, თავი ბუკაიო საკამ გამოიჩინა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3:0 დააფიქსირა.

დღევანდელი შეხვედრების შემდეგ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო 1/4 ფინალური წყვილი მივიღეთ, 10 დეკემბერს ინგლისი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს საფრანგეთს დაუპირისპირდება.

5 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკივარს ორი 1/8 ფინალური მატჩი ელოდება წინ:

19:00 საათზე: იაპონია - ხორვატია

23:00 საათზე: ბრაზილია - სამხრეთ კორეა

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი