გია ვოლსკი - მთელი გულით, სულით იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს

ადამიანები, ვინც ამ ბრალდებებს წარმოთქვამენ, ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები და სამოქალაქო პირების ბრძოლის ველზე მიატოვა და დიდი რაოდენობით ის ადამიანები, ვინც იმ რეზოლუციაზე ხელმოწერას ამართლებდა, რომელშიც საქართველო დადანაშაულებული იყო საომარი მოქმედებების დაწყებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ გულწრფელად, უამრავი ადამიანი განიცდის. არ მეგულება არავინ - არც ხელისუფლებაში, არც მის მხარდამჭერებში, ვინც [არ განიცდის]. მთელი გულით, სულით, იმ ხალხთან, ოჯახის წევრებთან ვართ, ვინც გლოვობს. რასაკვირველია, პირადად მეც ვუსამძიმრებ [მათ]. ამ გლოვის ფონზე, ცხედრის გარშემო მგლოვიარე ხალხი უყურებს ამ სამარცხვინო პოლიტიკურ სპეკულაციას, რაც მე პირადად, ჩემს მეგობრებსაც, გუნდის წევრებსაც, რაღაცნაირად გვბოჭავს, რომ გავაგრძელო ამ თემაზე ლაპარაკი და პოლიტიკურ ასპექტში დავუპირისპირდე მეორე მხარეს, რომელიც უზნეოდ იქცევა. ვერ ვიტყვი, რომ იქ გულწრფელი გლოვა არ არის, მაგრამ რეალურად ხომ ვხედავთ, რომ ამ თემის პოლიტიკური რაკურსით წამოწევა დღის წესრიგიდან არ იხსნება“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები