ნადიმ ხმალაძე - როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ აქ ვიღაცის ორგანიზებით მოდიან, ეს შეურაცხყოფაა ამ ბიჭების

აქ ყველა მოდის თავის სურვილით, ერთადერთი იდეით, ეს არის საქარველოს ომი, -  ამის შესახებ უკრაინაში  მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.  

მისი თქმით, არცერთი ჯარისკაცისთვის არავის მოუწოდებია ომში წასვლისაკენ. 

"აქ ყველა მოდის თავის სურვილით, აქ მოდიან ერთადერთი იდეით, ეს არის საქარველოს ომი. რამდენიმე საუკუნეა უკვე რუსულმა იმპერიამ არ გაახარა არც ჩვენი ქვეყანა და არც მსოფლიო. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ აქ ვიღაცის ორგანიზებით მოდიან, ეს შეურაცხყოფაა ამ ბიჭების... 

ვის სცალია იმისთვის, ვინმეს დაუძახოს, ჩვენ მოვუწოდებთ პირიქით, ნუ მოდიან ბიჭები, უკვე არ არის საჭირო. არავითარი, არანაირი მოწოდება არ არის, საერთოდ რომელი პარტიაა ეს "ომის პარტია“, იქნებ მითხრათ.  2 მარტიდან მე აქ ვარ და ასეთი არ გამიგია“, -  განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.

მსგავსი სიახლეები