სოფელ კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, არსებული პირობების გაუმჯობესების მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც სოფელ კომანდელში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა, მოადგილე  ლევან შერაზადიშვილთან ერთად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, რომლის სახელშეკრულებო თანხამ - 400 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ “ამბროლაურის ავტოგზა 10“ შეასრულა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები