ილია ლომია - არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის გაუძლოს სასამართლო განხილვის დროს, შეიძლება დისტანციურადაც ვერ მიიღოს მონაწილეობა

არ ვიცი, რამდენად შეძლებს ის გაუძლოს სასამართლო განხილვის დროს, შეიძლება გახდეს ცუდად და დისტანციურადაც ვერ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ის ჩურჩულით და ნაწყვეტ- ნაწყვეტ მეტყველებს.  

"ვერ საუბრობს, მეტყველებაც უჭირს სმენაც აქვს დაქვეითებული. არ მესმის სიტყვები, უნდა ძალიან ახლოს მივიდე, რომ გავიგო რას ამბობს, აზრებსაც წყვეტილად გადმოცემს. მედპერსონალიც საუბრობს ამაზე და ჩვენც ვატყობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ვერ გადაადგილდება დახმარების გარეშე.  ვერ იცნობთ მას, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილი.  

მე დღეს ვესაუბრე მას, რომ დღე-დღეზე უნდა დაინიშნოს სასამართლო განხილვები და დაესწრება თუ არა სასამართლოს. მან თქვა, რომ სურვილი აქვს რომ სასამართლო განხილვებს დაესწროს, ციტირებას ვახდენ მისი სიტყვებისას: "თუ შევძელი აუცილებლდა მინდა დავესწრო, თუ არა, დისტანციურად, ლაივ რეჟიმში მივიღო მონაწილეობა ამ სასამართლო განხილვებში“. 

ვფიქრობ, სასამართლო განხილვებში მისი ფიზიკურად წარმოდგენა შეუძლებელი იქნება. არ ვიცი, დისტანციურადაც რამდენად შეძლებს ის გაუძლოს სასამართლო განხილვის დროს, შეიძლება ის გახდეს ცუდად და დისტანციურადაც ვერ მიიღოს მონაწილეობა პროცესში“, - განაცხადა ილია ლომიამ.

ლომიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი მკურნალი ექიმებიც მალე ღიად დაიწყებენ საუბარს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები