ზურაბ ჯაფარიძე - მერე ისევ რამეს ჩაიდენენ და ამ ნაბიჯებს ხელახლა გავდივართ, ესენი კი რჩებიან ხელისუფლებაში და აგრძელებენ ცხოვრებით ტკობას

ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს პერსპექტივა შეცვალოს, არის ყველას და ყველა ძალის გაერთიანება. ასეთ შემთხვევაშიც არ არსებობს გამარჯვების გარანტია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია რამის მიღწევა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს.

"ყოველ მორიგ ჯერზე, როცა ეს უსინდისო მონები რაღაც არასწორს სჩადიან, მათ შორის სცდებიან ადამიანურობის ფარგლებს, გვახრჩობს ბოღმა, ვწერთ სტატუსებს, ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ნერვები გვაწყდება, რომ სათანადოდ ვერ ვთხოვთ პასუხს, მერე გადის დღეები, კვირები, მერე ისევ რამეს ჩაიდენენ და ამ ნაბიჯებს ხელახლა გავდივართ.

ესენი კი რჩებიან ხელისუფლებაში, ძალაუფლების ბერკეტების სრული კრებულით, და აგრძელებენ ცხოვრებით ტკობას, ჩვენს დაცინვას, თავხედობას და ამ ქვეყნის მომავლის დასამარებას.

ასე მოხდა ახლა, როცა რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული ადამიანების ოჯახებზე სამძიმრის სათქმელად საყოველთაო აღშფოთება და 3 დღე დასჭირდათ.

ასე მოხდა ცოტა ხნის წინ, როდესაც მერიის სისტემაში უპასუხისმგებლობამ და სავარაუდო კორუფციამ, ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, რასაც მოჰყვა მერის მხრიდან სრულიად ამაზრზენი პიარი ასე მოხდა წელს, ივნისში, როდესაც ევროკავშირმა უარი გვითხრა სტატუსზე.

ასე მოხდა, როდესაც ორი უწესიერესი ადამიანი, მელაშვილი და ილიჩოვა გასწირეს ციხისთვის, რადგან საარჩევნოდ ასე სჭირდებოდათ.

ასე მოხდა გავრილოვის ღამის მერე

ასე მოხდა ბევრჯერ ბოლო წლების განმავლობაში

ასე ხდება ახლაც, აგერ ჩვენს თვალწინ, როცა ცოტა ვინმე თუ დარჩა ისეთი ვისაც ეჭვი ეპარება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა და თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ვერ გადარჩეს ცოცხალი ან ვერ გადარჩეს საღი ფსიქიკური ან/და ფიზიკური ჯანმრთელობით.

ასე მოხდება კიდევ

ასე გაგრძელდება

ესენი არ შეიცვლებიან

ისევ გავბრაზდებით, ისევ დავწერთ სტატუსებს, ისევ ვილაპარაკებთ ტელეეთერებში.

მერე ისევ გამოვა ღარიბაშვილი, კობახიძე ან რომელიმე სხვა ბიძინას მოურავი და იტყვის ან გააკეთებს იმაზე უარესს, ვიდრე ის რასაც ვაპროტესტებდით.

ასე მივალთ 2023-ის ბოლომდე, როცა მაღალი ალბათობით ევროკავშირი ისევ გვეტყვის უარს, რადგან ესენი არც კი ფიქრობენ იმ 12 პუნქტის შესრულებაზე.

ესენი გამოლაგდებიან და საუკეთესო საბჭოთა სტილში ყველაფერს დააბრალებენ დასავლეთს, რომ სტატუსი ისევ იმიტომ არ მოგვცეს რომ ჩვენი ომში ჩართვა უნდოდათ.

შეიძლება ისევ გამოვიდეთ ქუჩაში წლევანდელი 20 ივნისივით … და ისევ დავიშლებით წლევანდელი 20 ივნისივით.

ასე მივალთ 2024-ის არჩევნებამდე, ესენი ისევ აიღებენ ახალ მილიარდიან ვალებს, ისევ მოიგონებენ ახალ ‘გარეჯი საქართველოას’, ისევ გასწირავენ ადამიანებს ციხისთვის, ბიძინა ისევ დაპირდება ხალხს ვალების გადახდას, ისევ შეკრავენ ალიანსს ქურდებთან და საპატრიარქოსთან, ისევ გააყალბებენ, მაღალი ბარიერის პირობებში დამატებით წაიღებენ ოპოზიციური ხმების მნიშვნელოვან ნაწილს, და ისევ ვერ შევძლებთ ტაბლოზე რეალური რიცხვების დაწერას.

ვიღაცეები ისევ იტყვიან, რომ მიუხედავად ყველაფრისა პარლამენტში ‘ბრძოლას’ ალტერნატივა არ აქვს.

დასავლეთიდან იქნება ბევრი კრიტიკა, მაგრამ სერიოზული ალტერნატივის არ არსებობის პირობებში ის სხვადასხვა ფორმით მაინც გააგრძელებს თანამშრომლობას იმასთან ვის ხელშიც იქნება აქ რეალური ძალაუფლება.

2024-ის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცევა იმაზე გაცილებით მეტი ადამიანი, ვიდრე გარბის ახლა.

ასე თუ გავაგრძელეთ, ესაა შემდეგი წლების ყველაზე რეალისტური სცენარი, სულ რომ თავი დავანებოთ იმას რა შეიძლება გააკეთოს რუსეთმა აქ უკრაინაში მარცხის რაიმე სახით კომპენსაციის მიზნით.

არავინ, არცერთი ცალკე აღებული ადამიანი, ცალკე აღებული პარტია, ცალკე აღებული ‘ლიდერი’, ამ რეალობის შემცვლელი არ არის.

ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ლოდინი ფუჭია.

ერთადერთი, რამაც შეიძლება ეს პერსპექტივა შეცვალოს, არის ყველას და ყველა ძალის გაერთიანება.

ასეთ შემთხვევაშიც არ არსებობს გამარჯვების გარანტია, მაგრამ ამის გარეშე წარმოუდგენელია რამის მიღწევა.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა გგონიათ თქვენ, მთავარი - რიგგარეშე არჩევნები, სააკაშვილის გათავისუფლება, 12 პუნქტის შესრულება, საარჩევნო ბარიერის დაწევა, 2024-ის არჩევნების მოგება, სასამართლოს რეფორმა თუ სხვა.

თითოეულის ცალცალკე და ყველასი ერთად მიღწევა შესაძლებელი არის მხოლოდ ერთობით.

მთელი თავისუფალი სამყარო გვიყურებს და ელოდება ჩვენგან იმის დემონსტრირებას, რომ ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია სამართლიანი სასამართლო, რომ შეგვიძლია არჩევნების წესიერად ჩატარება, რომ დავასრულეთ პოლიტიკური დევნა, რომ მედია ჩვენთან არ იდევნება და ა.შ. და ა.შ.

ის 12 პუნქტი სხვა არაფერია.

ელოდებიან, რომ ჩვენ არ გავუშვებთ ხელიდან ამ ისტორიულ შანსსდა ჩვენ ვერ ვახერხებთ რომ ეს შანსი ამ მართლა მანქურთებს არ გავაფუჭებინოთ.

რატომ?

რას ვერ ვიყოფთ? რაზე ვერ ვთანხმდებით? რას ვერ ვპატიობთ ერთმანეთს?

მე არ მჯერა, რომ ეს მარტო ხოშტარიას, ვაშაძეს და მე გვესმისგადასაბიჯებელია ყველაფერზე და ერთმანეთთან საუბარია დასაწყები.

არ არსებობს ამის ალტერნატივა

ალტერნატივა უპასუხისმგებლობა და უთავმოყვარეო ცხოვრების გაგრძელებაა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები