პაატა მანჯგალაძე - გენერატორის მიწოდებაზე უარი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, ვის მხარეს ხარ სინამდვილეში

შეიძლება იარაღის მიწოდებაზე შეიძლება უარი თქვას „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ გენერატორის მიწოდებაზე უარი პირდაპირ მეტყველებს იმაზე, ვის მხარეს ხარ სინამდვილეში, -  ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა  პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში უკრაინის გენერატორებით დახმარება პრობლემა არ არის. 

"გენერატორები უკრაინას  საბრძოლველად არ  სჭირდება, გენერატორები სჭირდება საავადმყოფოების, სამშობიაროების და ჰოსპიტალებისთვის. ამ ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმის არანაირი არგუმენტი არ არსებობს.  შეიძლება იარაღის მიწოდებაზე შეიძლება უარი თქვას "ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ გენერატორის მიწოდებაზე როდესაც უარს ამბობ, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, ვის მხარეს  ხარ სინამდვილეში. მე გეუბნებით, "ქართულ ოცნებას" ფსონი არ დაუდევს უკრაინის გამარჯვებაზე, მათ ფსონი დადეს რუსეთის გამარჯვებაზე, ყველა ქმედება მოტივირებულია ამ განზრახვით.

რად უნდა ერთი თვე ამას ფიქრი, შეუძლიათ შეკრიბონ გენერატორები, რაც აქვს სახელმწიფოს და შეიძლება ჩვენ არ გვჭირდებოდეს, ასევე შეუძლიათ ფინანსები გამოყონ და შევიძინოთ საქართველოში არსებული ძლიერი გენერატორები და გავუგზავნოთ. ამას თხოვნაც არ უნდა ჭირდებოდეს თავად უნდა აკეთებდნენ. ისევე როგორც სისხლის  ბანკის პრობლემა აქვს ქვეყანას და შეგვეძლო ეს გაგვეგზავნა, ასევე თბილი კარვები,  აქ რა პრობლემაა, მართლა ვერ ვხვდები. "ქოცის" ლაჩრულმა და მხდალმა პოლიტიკამ სადამდე უნდა მიგვიყვანოს, სირცხვილს გვაჭმევს ეს ხალხი. ლამის 300 დღეა ომი მიდის და ღარიბაშვილმა ვერ მოიცალა რომ კიევში ჩავიდეს“, - განაცხადა მანჯგალაძემ. 

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით ერთი თვის წინ მიმართეს, თუმცა  პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები