"ვივამედის" დირექტორი - იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ

ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, ალბათ არ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა მხოლოდ, - ამის შესახებ  კლინიკა "ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.  

მისი განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ბევრი რამ თავად მასზეა დამოკიდებული. 

"მისი მდგომარეობა სტაბილურია, სასიცოცხლო პარამეტრებიც არის სტაბილური, შესაბამისად, გრძელდება მისი მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო წნევის უმნიშვნელო ცვალებადობა მხოლოდ.

რაც შეეხება საკვებს, მისი დაავადებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პაციენტს უკეთდება ყველაფერი, ყველა სამკურნალო საშუალება, მაგრამ მოგეხსენებათ, მკურნალობა არის რთული პროცესი, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზეც. რა თქმა უნდა, უნდა იკვებოს სრულფასოვნად, უნდა ითქვას, რომ არ იკვებება სრულფასოვნად, პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც, მისთვის სასურველ დღეებში. ყოველდღიურად არა. ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ, არ“, - განაცხადა ჩხაიძემ. 

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა  მისი მდგომარეობოს დამძიმება, კლინიკის დირექტორი პასუხობს: „რატომ ველოდებით უარესს?" 

"რა თქმა უნდა,  მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ გრძელდება მკურნალობა, ძალიან ბევრია დამოკიდებული პაციენტზე, პაციენტი უნდა იკვებებოდეს სრულფასოვნად“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.  

მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების ან მისი გათავისუფლების მოთხოვნით შუამდგომლობა თბილისის სასამართლოში უკვე შესულია. მიიღებს თუ არა სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას,  ეს დამოკიდებულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები