ელენე ხოშტარია - გურამ მაჭარაშვილი მინდა დავპატიჟო ჩემთან საახალწლოდ, შავ ლენტსაც ნახავს, უკრაინის დროშასაც და ჩემს შვილებს გაესაუბროს, ბევრად უფრო კარგად ესმით, რა არის ადამიანი, გვერდით დგომა

გურამ მაჭარაშვილი მინდა დავპატიჟო ჩემთან საახალწლოდ, შავ ლენტსაც ნახავს, უკრაინის დროშასაც და ჩემს შვილებს გაესაუბროს, ბევრად უფრო კარგად ესმით, რა არის ადამიანი, თავისუფლება, სიცოცხლე, მეგობრობა, გვერდით დგომა, საკუთარი მშვიდობა, - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, გასაკვირი არ არის საქართველოს მთავრობამ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება რომ არ აღმოუჩინა, გასაკვირი ის იქნებოდა პირიქით რომ მომხდარიყო. 

"არ არის არავისთვის ეს მოულოდნელი, ის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რაიმე სახის დახმარება გაეგზავნა უკრაინისთვის. ჩვენ აქ არ ვლაპარაკობთ შეიარაღებაზე, ვნახეთ, რომ ომის დაწყების პირველი დღიდან, პრაქტიკულად, არანაირი ჰუმანიტარული დახმარება არ აღმოუჩენია ჩვენს მთავრობას,  მეტიც, უკრაინელები გამოყარეს სასტუმროებიდან, ომიდან გამოქცეული ქალები და ბავშვები გამოყარეს ქუჩაში. 

რომ არა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 5 -5 ლარად აგროვებდნენ თანხებს, ან საკუთარ ბინებს უთმობდნენ, ეს ხალხი დარჩებოდა კატასტროფულ მდგომარეობაში. ჰუმანიტარული დახმარება ისეთი რამეა, რასაც ყველა ყველას უგზავნის, მაგრამ ეს კი მათთვის არისა მიუღებელი. ეს არის მათი სახე, ეს არის მათი პრორუსულობა“, - განაცხადა ხოშტარიამ. 

მისი თქმით, მოქალაქეები აგროვებენ თანხებს, რათა შეიძინონ გენერატორები და გაუგზავნონ უკრაინას. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ხოშტარიას თქმით, ისინი ამ განცხადებებს მხოლოდ ფულის გამო აკეთებენ.  

"მთავარი ის კი არა არის მაჭარაშვილი მე დამესხმება თავს თუ არა, მთავარი ის არის,  რომ ისინი პროპაგანდისტულად ტყუიან, როდესაც აცხადებენ, რომ ვინმეს ომი უნდა. ომი ყოველთვის რუსეთის არჩევანია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოკლული ბავშვის, ნაწამები ადამიანების მხარდაჭერა. აი, ბუჩაში უკან ხელებშეკრული ადამიანების წამებაზე რომ თქვა, წამებაა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ამიტომ არის გენერატორის გაგზავნა მნიშვნელოვანი, ასე მოიპოვებ მშვიდობას. როგორ მოიპოვებს საქართველო მშვიდობას დასავლეთისგან  იზოლირებული, მუდმივად კრიტიკის ქვეშ მყოფი დასავლეთისგან, თავდასხმებში მყოფი დასავლეთზე, როდესაც სენატორები, ევროპარლამენტარები, ელჩენი შენი მტრები არიან, მშვიდობა როგორ უნდა მოიპოვო? „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი გვატყუებენ იმას, რომ ერთადერთი შანსი ახალი წლის აღნიშვნის არის ის,  რომ შენ მოიტყუო და თქვა,  რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობა. 

გურამ მაჭარაშვილი მინდა დავპატიჟო ჩემთან საახალწლოდ, შავ ლენტსაც ნახავს, უკრაინის დროშასაც და ჩემს შვილებს გაესაუბროს, ბევრად უფრო კარგად ესმით, რა არის ადამიანი, თავისუფლება, სიცოცხლე, მეგობრობა, გვერდით დგომა, საკუთარი მშვიდობა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები