მარიამ ჯიშკარიანი - საიდან დაადგინეს, რომ არ იკვებება, ინტოქსიკაცია გამორიცხეს? ტემპერატურა საიდან აქვს, იციან?

საიდან დაადგინეს, რომ არ იკვებება, ინტოქსიკაცია გამორიცხეს? ტემპერატურა საიდან აქვს, იციან? - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა, რითაც კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას გამოეხმაურა. 

ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერ იკვებება, რისი მიზეზიც, შესაძლოა, ინტოქსიკაცია იყოს. 

"ადამიანი რომ ვერ იკვებება, ეს არის სიმპტომი და არა დიაგნოზი. საიდან დაადგინეს,  რომ არ იკვებება, ინტოქსიკაცია გამორიცხეს? ტემპერატურა საიდან აქვს, იციან? დაუდგენელი გენეზისის ცხელება წერია დასკვნაში. რასაც იღებს, იმასაც რომ არ იღებდეს, მაშინ მკვდარი იქნებოდა ახლა. იღებს იმას,  რასაც ორგანიზმი ღებულობს, არა იმას, რაც მას უნდა.

ძირითადი არის ნეიროკოგნიტური აშლილობა, რომელიც საჭიროებს ეტიოლოგიურად დაზუსტებას.  ეს იწვევს სწორედ ყველა სიმპტომატიკას.  არის ეჭვი,  რომ ეს შეიძლება იყოს ინტოქსიკაცია და ის,  რომ ადამიანი ვერ იკვებება. არ იღებს საკვებს კი არა,  ვერ იღებს, უნდა ჭამა ადამიანს, მაგრამ ვერ ჭამს. ბევრჯერ ქონდა ამის მცდელობა,  მაგრამ დამთავრა შემდგომში მისთვის ცუდად“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისი თქმით, სამედიცინო დასკვნაში აღწერილი მდგომარეობა საკმარისია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის, თუმცა დიაგნოზი, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, დასადგენია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები