გიგი უგულავა - გამოვიდა და დავალება შეასრულა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო პრესა აჭრელებულია, რომ სააკაშვილი მოიწამლა

გამოვიდა და დავალება შეასრულა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო პრესა აჭრელებულია, რომ სააკაშვილი მოიწამლა,  -  ამის შესახებ ოპოზიციონერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც კლინიკა "ვივამედის" დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებას გამოეხმაურა. 

უგულავას თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაღუპვის შემთხვევაში ქვეყანაში უმართავი პროცესები წავა.

"ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მიხეილ სააკაშვილს ციხეში რამე რომ მოუვიდეს, რა "ნაკურთხი“ შურისძიების მორევში აღვმოვჩნდებით. ნაკურთხს იმიტომ ვამბობ, რომ ის ხალხი მართალი იქნება, ზარქუას ქუჩაში რომ დაინახავს და ცხვირ-პირს გაუტეხავს,  ან სხვას, რომელიც 3 დღის წინ იძახდა, "მატყუარაა,  ციხეში რომ ზის, არაფერი სჭირსო“. ამაზე იფიქროს ზურაბ ჩხაიძემ, ექიმმა.

მან ძალიან კარგად იცის,  რომ ანორექსია ისეთი რამეა, რომ ადამიანი ვერ ჭამს. არ კი არა, ვერ ჭამს, ეს მეორე კურსის სტუდენტმაც იცის. არანაირი ზონდით ჭამა ვერ მოხდება ძალით, შეიძლება ადამიანი შოკით მოკვდეს მაგ დროს. გამოვიდა და დავალება შეასრულა, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო პრესა აჭრელებულია, რომ სააკაშვილი მოიწამლა“, - განაცხადა უგულავამ. 

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ კი არა, არ ჭამს და თუ ასე გაგრძელდება,  ზონდით კვებაზე გადავლენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები