ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა და დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. 

"რვა წელი და უკვე 286 დღე უკრაინის შეიარაღებული ძალები იცავენ ჩვენს მშვენიერ სახელმწიფოს ოკუპანტისგან, რუსეთის აგრესიისგან. ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა, რომ დადგეს დღე, როდესაც ჩვენს მიწაზე არ იქნება არც ერთი ოკუპანტი, როდესაც ჩვენი ყველა მოქალაქე კვლავ იქნება თავისუფალი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველას ხსოვნას, ვინც დაიღუპა ბრძოლის ველზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, უკრაინისთვის, ვისი სიცოცხლეც გახდა უკრაინის სიმამაცის გმირული ისტორიის ნაწილი. 

ჩემთვის პატივია, მთელი დღე ჩვენს დამცველებთან გავატარო. დილით ვიმყოფებოდი დონეცკის ოლქში, მადლობა გადავუხადე მებრძოლებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს ყველაზე საშიშ და საპასუხისმგებლო მიმართულებებზე იცავენ. ვიმყოფებოდი ხარკოვის ოლქში, მადლობა გადავუხადე ექიმებს, რომლებიც უდრეკი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად მუშაობენ.

ჩვენ სახლში რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 60 მებრძოლის დაბრუნება შევძელით. გავაგრძელებთ ჩვენების დაბრუნებას და ყველას გავათავისუფლებთ.

როდესაც სახელმწიფოში შეიარაღებული ძალების დღე, თავისი მნიშვნელობით, მადლიერების დღესასწაულია, დარწმუნებული ვარ, ასეთი სახელმწიფოს დამარცხება და დაშლა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F5178143502285338%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>