გიორგი ვაშაძე - პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა არ მისცა.

"სუფთა ადამიანურად, პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, მინდოდა გულწრფელად მენახა მიხეილ სააკაშვილი, გამემხნევებინა, პირადად მენახა მისი მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს. პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "ოცნება" ყველაფერს აკეთებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სიმართლის დამალვის მიზნით.

გაცილებით საგანგაშოა ის განცხადებები, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ბოლო დღეებში აკეთებენ, თითქოს მიხეილ სააკაშვილი მიზანმიმართულად იზიანებს საკუთარ თავს. ეს სცენარი ძალიან გავს ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით, ვინ გაისროლა ტყვია. მაშინ ეს დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. 

რა განცხადებებსაც ოცნება აკეთებს, ეს არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ ღმერთმა არ ქნას და თუ მძიმე შედეგით დასრულდა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ასეთ შემთხვევაში თვითონ ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში. ამას შეიძლება დავარქვათ ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი", - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები