ეკა ხერხეულიძე - ისეთი მძიმე ვითარებაა, არ ვიცი ამ დღეების გაყვანა რას ემსახურება

შეძრული ვარ ამ განცხადებით, თუ ვინმემ იცის მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა, ის არ თუ ვერ იკვებება, ეს არის ბატონი ზურაბ ჩხაიძე,  - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა კვლავ მძიმეა. 

"ისეთი მძიმე ვითარებაა, არ ვიცი ამ დღეების გაყვანა რას ემსახურება. შიში მიპყრობს, თუ დროზე არ იქნება ეს პრობლემა დაძლეული, მართლა არაფერს აზრი არ ექნება. 

გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ შეძრული ვარ. მედპერსონალმა, ყველამ, ვინც მას თვალს ადევნებს, არაჩვეულებრივად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს კვებასთან დაკავშირებით აქვს ძალიან დიდი პრობლემა. ეს არის მისი ერთ-ერთი გამოვლინება იმ ნოზოლოგიიდან,  რომელიც საზოგადოებამ იცის.  კვების ვერმიღებასა და არ მიღებას შორის დიდი განსხვავებაა.

მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ძალისხმევით ცდილობს,  რომ ორი ლუკმა მაინც მიიღოს იმისთვის, რომ იცოცხლოს. შეძრული ვარ ამ განცხადებით, რადგან მედიკოსებმა იციან, რა ვითარებაში იმყოფება მიხეილ სააკაშვილი. ვადასტურებ ბატონი ზურას მიმართ პატივისცემას, მაგრამ თუ ვინმემ იცის მიხეილ სააკაშვილის რეალური მდგომარეობა, ის არ თუ ვერ იკვებება, ეს არის ბატონი ზურაბ ჩხაიძე“, - განაცხადა  ეკა ხერხეულიძემ. 

კლინიკა "ვივამედის" დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ პაციენტი არათუ ვერ, არამედ არ იკვებება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები