ზელენსკი - ვინც დაიწყო არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი, უნდა წააგოს და აიღოს პასუხისმგებლობა

უკრაინამ და თავისუფალმა სამყარომ არ უნდა შეცვალონ თავიანთი მიზნები მოლაპარაკებების შესახებ რუსეთის ფედერაციის განცხადებების ფონზე, რომელსაც უბრალოდ "შესვენება" სურს. აგრესორმა უნდა წააგოს ომი და აიღოს მასზე სრული პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ნათელია, რომ დიქტატორმა წააგო, თუმცა ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსეთმა გააგრძელოს ბრძოლა, ოღონდ არ აღიაროს არც საკუთარ თავთან და არც სხვებთან, რომ ისტორიული შეცდომა დაუშვა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, თუ რუსეთი თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობს, მხოლოდ საკუთარ თავს დააბრალოს.

"უკრაინამ და თავისუფალმა სამყარომ არ უნდა შეცვალონ თავიანთი მიზნები და გაცვალონ თავიანთი ღირებულებები რაიმე სახის კომპრომისზე. ჩვენ სრულად უნდა დავიცვათ თავისუფლება და გარანტირებული იყოს ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი დემოკრატია. ვინც დაიწყო არაპროვოცირებული და კრიმინალური ომი, უნდა წააგოს და აიღოს პასუხისმგებლობა. უკრაინამ და მსოფლიომ უნდა მიიღონ მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტიები", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის გამარჯვების გარდა ნებისმიერი "სხვა ვარიანტი" შეცდომა იქნება და ეს გულწრფელად უნდა იყოს აღიარებული.

მსგავსი სიახლეები