ანრი ოხანაშვილი - თუ ის არ იღებს სერვისს, ეს როგორ შეიძლება გახდეს ჩვენი პასუხისმგებლობა

თუ ეს პატიმარი მიზანმიმართულად არ იღებს ამ სერვისს მაშინ რა უნდა გაკეთდეს, და საზღვარგარეთ მიიღებს ამ სერვისს?!, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ან რაზე დაყრდნობით ამბობს ვინმე, რომ საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. რა სერვისია, რომელსაც ის საზღვარგარეთ მიიღებს და აქ მას ვერ სთავაზობენ. მე ამ შეკითხვებზე პასუხი არ მომისმენია, მარტივად, ამაზე პასუხი ვერ ექნებათ და არ აქვთ. 

ყველაფერი კეთდება, რომ ამ ადამიანს მიეწოდოს სერვისი და თუ ის არ იღებს სერვისს, ეს როგორ შეიძლება გახდეს ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვითხრათ, რომ ეს თურმე თქვენი საზრუნავია, რომ პატიმარი არ იღებს სერვისს, ეს არის ნონსენსი", - განაცხადა ოხანაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები