ლევან ბეჟაშვილი - მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი

თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, - ამის  შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიაში გამართული შეკრების დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, მათ ჯერჯერობით აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო მესაემე პრეზიდენტის ჯანმრტელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ, თუმცა ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. მთელი ეს პროცესი, ამ თვეების განმავლობაში პარტია იყო სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში  და აკვირდებოდა პროცესებს მიხეილ სააკაშვილის საქმის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზეც ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიიღოს  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ობიექტური გადაწყვეტილება და გადაიყვანოს ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალურ მოქმედებებში შედის ყველა ის კანონიერი მოქმედება,  რაც განსაზღვრულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები