გიორგი მუმლაძე - 9 დეკემბერი უნდა გახდეს პროცესების დაწყების ათვლის წერტილი

9 დეკემბერს მთელ ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს  არ მოვაკვლევინებთ ციხეში, -  ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ პარტიაში გამართული შეკრების შემდეგ  განაცხადა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩატოვებს, ქუჩის პროტესტს არ ექნება ალტერნატივა. 

"9 დეკემბერს მაქსიმალურად უნდა ვიყოთ  სოლიდარულები და მობილიზებულები, რომ მთელ ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს  არ მოვაკვლევინებთ ციხეში. 

9 დეკემბერი უნდა გახდეს პროცესების დაწყების ათვლის წერტილი. 

საბოლოო ჯამში, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს ჩატოვებს ციხეში, ქუჩის პროტესტს არ ექნება ალტერნატივა. 

ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ ციხეში, ეს არის ჩვენი შეთანხმების მთავარი მიზეზი და მიზანი.

ვინ, როგორ და რანაირად შევძლებთ ამ პროცესის წარმართვას დამოკიდებულია და გამოაჩენს სასამართლო პროცესები“, -განაცხადა მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები