ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი APM Terminals-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ფოთის პორტის პოტენციალსა და გაზრდილ ინტერესზე შუა დერეფნის მიმართულებით.

"ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მზარდი ტვირთნაკადის ფონზე, ფოთის პორტში თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. APM Terminals-ის წარმომადგენლებმა მეტი ინვესტიციის განხორციელების და არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მზაობა გამოთქვეს.

საუბარი ასევე შეეხო სამომავლოდ ფოთის პორტის შესაძლო გაფართოებას.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას APM Terminals-ის მხრიდან ევროპისა და აზიის რეგიონალური დირექტორი იგორ ვან დერ ესსენი და APM Terminals Poti-ის გენერალური დირექტორი ჟულიენ ფერნანდესი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები