ირაკლი ღარიბაშვილი - მე მათზე რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული "ნაცმოძრაობის" და ომის პარტიის მიერ

მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნათქვამი იქნა გაგებული არასწორად და ეს თქვენი დამსახურებაა, ინტერპრეტირება არასწორად მოახდინეთ, თითქოს მე ყველა იმ ადამიანზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომობს, თითქოს მე მათ ვუწოდე ნაციონალური მოძრაობის წევრები, ეს დიდი სიცრუეა, ამას ავრცელებდით თქვენ ყველანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა და არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი ნაციონალურ მოძრაობასთან და სააკაშვილთან.

"მე ვთქვი შემდეგი - უნდა გაიმიჯნოს, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ სრულიად ცხადად იქნას გაგებული, უნდა გაიმიჯნოს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ კონკრეტული გვარები იქნა დასახელებული ამ ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით, არიან ადამიანები, კონკრეტული გვარებით, სახელებით, რომლებიც არიან პირდაპირ დაკავშირებულნი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სააკაშვილთან. მე სიმართლეს, ფაქტს გეუბნებით. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალოდ მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, ამ იდეალისტური დამოკიდებულებებით წავიდნენ და ომობენ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე მათზე რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი, თუ ორგანიზებული ნაცმოძრაობის და ომის პარტიის მიერ, მე ვთქვი შემდეგი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არის კატეგორია რამდენიმე ადამიანი, თუ შეიძლება ათეული იყოს, დიახაც, ვიმეორებ კიდევ ერთხელ სააკაშვილის ომის პარტიის, იმ პარტიის ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა და ჩააბარა რუს ოკუპანტს და ომის შემდეგ გადასცა მერე სტრატეგიული ობიექტები, მათ მიერ წაყვანილი და ორგანიზებული. ამის მტკიცებულებებია. მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები არიან ასოცირებულნი პირდაპირ, ზოგიერთი მათგანი არის დღესაც მოქმედი პარტიის წევრი,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები