ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას ოჯახს და ყველას მოუწოდა, გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შექმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს. 

"მე მინდა გარდაცვლილი ხოფერიას ოჯახს კიდევ ერთხელ სამძიმარი ვუთხრა და ყველას მინდა გთხოვოთ, ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენი გარდაცვლილი მოქალაქეების ტრაგედიაზე და უბედურებაზე  ნუ შევქმნით პოლიტიკურ დღის წესრიგს. კიდევ ერთხელ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და ღმერთმა გვაშოროს ეს უბედურება და ტრაგედია. მე ვარ საქართველოს მხარეზე. მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასე იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ყველა ჩვენი მოქალაქის ვალდებულება. ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე. მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები