მასიმო დანჯელო - მიხეილ სააკაშვილი არის "ქართული ოცნების“ პატიმარი, იმის გამო, რომ ის საშინლად გამოიყურება, არ უნდათ, ხალხმა ნახოს

მიხეილ სააკაშვილი არის "ქართული ოცნების“ პატიმარი. იმის გამო, რომ ის საშინლად გამოიყურება, პარტიას არ უნდა გარედამკვირვებლები, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტები სიამოვნებით აკეთებენ მის დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.  

"მას არ შეუძლია ჭამა, რადგან იყო წამების მსხვერპლი. მას ჭამა არ უნდა კი არა, არ შეუძლია, ვერ ინელებს. ამ განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკური ოპონენტები. პრეზიდენტს სააკაშვილს დაუსწრებლად გამოუტანეს განაჩენი და მისი პოლიტიკური ოპონენტები სიამოვნებით აკეთებენ პრეზიდენტის დამამცირებელ განცხადებებს, რომლებიც თავდასხმისთვის არის გამიზნული.  ის არის და რჩება პოლიტიკურ პატიმრად. აუცილებელია მისი გამოყვანა ამ მდგომარეობიდან და ამ კლინიკიდან. ამაში ჩართულია ევროკავშირი. ევროკავშირის რეზოლუციაში  იქნა  შეტანილი შესწორებები, სადაც მოითხოვეს სააკაშვილის გადაყვანა სათანადო კლინიკაში“, - განაცხადა დანჯელომ.  

მისი თქმით, თუ შესაძლებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესში დისტანციურად ჩაერთვება, ან ჩამოვა საქართველოში და უშუალოდ მიიღებს სასამართლო პროცესში მონაწილეობას. 

დანჯელოს თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია, რომ მიხეილ სააკაშვილი გარედამკვირვებლებმა არ ნახონ.   

"მიხეილ სააკაშვილი არის "ქართული ოცნების" პატიმარი. იმის გამო რომ ის საშინლად გამოიყურება, პარტიას არ უნდა გარედამკვირვებლებმა და ადამიანებმა დაინახონ, რა დღეშია ის და დაიჯერონ, რომ ის მართლა კვდება და მოითხოვონ ამის შეჩერება. ამიტომ არ გვაძლევენ უფლებას, რომ ვნახოთ ის, გადავუღოთ ფოტო, ამიტომაც დიდხანს არ უშვებდნენ ამერიკელ ექსპერტებს“, - განაცხადა მასიმო დანჯელომ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები