უკრაინაში რუსეთის ომს ბოლნისში დაბადებული რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა

პუტინის ომს უკრაინაში საქართველოში დაბადებული 29 წლის რუსლან ბაირამოვი ემსხვერპლა.

"მთავარის" ინფორმაციით, ბაირამოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში დაიბადა და დედასთან ერთად ლუგანსკის ოლქში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ის რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში, მიკოლაევის ოლქში, 6 ოქტომბერს დაიღუპა. რუსლან ბაირამოვი უკრაინის 59-ე მოტორიზებულ ბრიგადაში კონტრაქტით მსახურობდა. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსლან ბაირამოვი ვინიცის ოლქში, ქალაქ გაისინის სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები