პაველ ჰერჩინსკი - მოცდა საკმარისი არ არის, ქართველების შესასრულებელია საშინაო სამუშაო

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 პრიორიტეტზე საბოლოო შეფასებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები გააკეთებენ.

"გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო სწრაფად იმოძრავებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა მოცდა საკმარისი არ არის. ქართველების შესასრულებელია საშინაო სამუშაო. როგორც ვიცით, საქართველომ მიიღო 12 პრიორიტეტი და მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ შევაფასებთ პროგრესს, რომელიც იქნება მიღწეული. საბოლოო შეფასებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთხმად მიიღებს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წლის განმავლობაში დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები