პაატა მანჯგალაძე - ვინც ამას ლაპარაკობს, ისიც იგივე მავნებელია, როგორც "ქართული ოცნება“

ვინც ამას ლაპარაკობს, ისიც იგივე მავნებელია, როგორც „ქართული ოცნება“, - ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ დეპუტატი პაატა მანჯგალაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს,  რომლებიც „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ „ქართულ ოცნებასთან“ ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ. 

მანჯგალაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ "ქართულ ოცნებასთან"  მხოლოდ კომუნიკაციის რეჟიმშია და ფარულ თანამშრომლობაში ჩართული არ არის. 

"ქართულ ოცნებასთან" "სტრატეგია აღმაშენებელი“ არ არის თანამშრომლობის რეჟიმში, მხოლოდ კომუნიკაციის რეჟიმში ვართ, ისიც იმ საკითხებზე,  რომელიც  დაკავშირებულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებასთან.

პაატა  მანჯგალაძეს, „სტრატეგია აღმაშენებელს“, არანაირ შემთანხმებელი ჯგუფის ფორმატში „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ეს არის ბინძური პროპაგანდა, რომ უთხრან ხალხს, რომ ნახეთ, თითქოს რადიკალები არიან, მაგრამ ზურგს უკან „ქართულ ოცნებას“ ელაპარაკებიან.  ვინც ამას ლაპარაკობს, ისიც იგივე მავნებელია, როგორც „ქართული ოცნება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში ადანაშაულებს. დეპუტატების განცხადებით, ფარული შეხვედრა საარჩევნო რეფორმის საკითხს უკავშირდებოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები