ეკა ხერხეულიძე - მინდა ყველამ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, რადგან ჰგონიათ, რომ ჩვენ ვაჭარბებთ შეფასებებში და ვითარებას ვაბუქებთ

ხელისუფლებას არ აქვს უფლება, მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე დაუმალოს საზოგადოებას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ეკა ხერხეულიძე აცხადებს. 

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი დაესწროს და მოხდეს პროცესის ტრანსილირება.  

"მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო,  მას სურვილი აქვს საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ის  ნახოს ისეთი, როგორიც რეალურად არის. მინდა ყველამ ნახოს ის,  რადგან ყველას ჰგონია, რომ ჩვენ ვინც  ვნახულობთ მას,  ვაჭარბებთ შეფასებებში და ვითარებას ვაბუქებთ. 

ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ შეუძლია გადაადგილება, მოიყვანონ რა ხერხითაც უნდათ  და საზოგადოებას აჩვენონ კადრი, როგორ გამოიყურება ის. თუ ეს ვერ მოხერხდება, მიხეილ სააკაშვილი თანახმაა,  კლინიკაში ჩატარდეს პროცესი, ოღონდ ეს გადაიცემოდეს ეთერში.

ჩვენ არ გვაქვს ჩვეულებრივ პატიმარზე საუბარი, საზოგადოებას აქვს უფლება მომხრესაც, არამომხრებსაც, ხელისუფლებას არ აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე დაუმალოს საზოგადოებას“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის უკიდურესად ცუდად.

"ადამიანი ყოველდღიურად იფერფლება და საშველი არსაიდან არ ჩანს“, - განაცხადა ხერხეულიძემ. 

9 დეკემბერს, 13:00 საათზე მიხეილ საკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები