გიული ალასანია - თუ სიკვდილი არ აქვს მისჯილი, მაშინ უნდა დაჩქარდეს ეს პროცესი

თუ სიკვდილი არ აქვს მისჯილი,  მაშინ უნდა დაჩქარდეს ეს პროცესი, - ამის შესახებ  მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღესაც მძიმე მდგომარეობაში იყო. 

"დღეს კინაღამ მოკვდა, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და კიდევ კარგი,  იქ იყო ძალიან გამოცდილი ექთანი, რომელმაც გამოიყვანა იმ მდგომარეობიდან. ადამიანმა ვერ მიიღო საკვები...  იხრჩობოდა და გამოიყვანეს მდგომარეობიდან.  

მთელი დღე აქვს დაბალი წნევა და სიცხე 38 და 3,  ეს ხო არ არის ნორმალური, მაგრამ ეს დიდი ხანია გრძელდება. თითქმის ორი თვეა, სისტემატურად  დილით აქვს დაბალი სიცხე, მაგრამ მერე საღამოს იწევს ხოლმე“, - განაცხადა ალასანიამ. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის გაჭიანურება დაუშვებელია,  რადგან დრო არ ითმენს.

"რამდენჯერმე გაიჟღერა "ახალ წლამდე", "ერთი თვე“, უკაცრავად და ეს ადამიანი გაძლებს ამდენი ხანი? ჩვენ საერთოდ ველოდებოდით, რომ სექტემბერში უნდა დასრულებულიყო ყველაფერი. ახლა თურმე ახალ წლამდე? შარშან, ერთი წლის წინ, ზუსტად საახალწლოდ მოხდა ის, საშინელებები რომ დატრიალდა. ტრადიციად გადაიქცა? ადამიანი უნდა მოვკლათ? მაშინ გამოგვიცხადონ,  რომ სიკვდილი აქვს მისჯილი ამ ადამიანს და მაშინ სულ სხვა მოლოდინი გვექნებოდა. თუ ასე არ არის, მაშინ სხვა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და უნდა დაჩქარდეს ეს პროცესი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები