რუსეთში კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარია - ამჯერად საბურავების მწარმოებელი ქარხანა იწვის

რუსეთში, ალთაის მხარეში მასშტაბური ხანძარია. ცეცხლი ბარნაულში საბურავების მწარმოებელ ქარხანას გაუჩნდა, ხანძარი იმდენად დიდია, რომ ცეცხლის ჩასაქრობად სპეციალური მატარებელი შეიყვანეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 1000 კვ.მ.-ია. ქრობის პროცესში ასზე მეტი ადამიანი და სპეციალური ტექნიკაა ჩართული.

ცნობილია, რომ თავდაპირველად ხანძარი საბურავების ქარხნის ერთ-ერთ სახელოსნოში გაჩნდა. მეხანძრეების მისვლის დროს ცეცხლი უკვე ოთხსართულიანი შენობაში მთლიანად იყო გავრცელებული.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია საბურავებს ცნობილი Nortec-ის ბრენდით აწარმოებს.

დღეს კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარი მოსკოვის გარეუბანში გაჩნდა.  ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში მდებარე სავაჭრო კომპლექსს "მეგა ხიმკის“ გაუჩნდა და დაახლოებით 7000 კვ.მ მოიცვა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები