მიხეილ სარჯველაძე - პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში მდგომარეობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც განგაშის საფუძველს ქმნის

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნას დიდად პერსპექტიულად არ მიიჩნევს, მაგრამ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

"ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს. უპირატესად სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხია. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისითაც არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სწორი შეხედულება ჩამოვიყალიბოთ. დიაგნოზების და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს, ამას სჭირდება კარგად შეფასება. სისხლის სამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობა როდესაც ამ საკითხებს არეგულირებს, საუბარია გაცილებით მძიმე შემთხვევაზე და ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საბედნიეროდ, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა გვაქვს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ მოთხოვნის წამოყენებას მე დიდად პერსპექტიულად არ მივიჩნევ, მაგრამ ეს მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია. 

პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში მდგომარეობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომელიც განგაშის საფუძველს ქმნის. საყურადღებოა ეს დიაგნოზები. ეს ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სერვისი უნდა იყოს სრულად ხელმისაწვდომი და მიწოდებული მაქსიმალურად ეფექტიანად, მაგრამ არ ნიშნავს, რომ დღეს სახეზე გვაქვს ვითარება, როდესაც აუცილებელია სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება. სისხლის სამართლის კანონმდებლობით, ისეთი შემთხვევები და ისეთი დაავადებები მოიაზრება გადავადების და გათავისუფლების მიზეზად, რომელიც შეუძლებელს ხდის სასჯელის აღსრულებას. ასეთი ვითარება საბედნიეროდ, დღეს ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები