მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 14 დეკემბრამდე გადაიდო.

თავად მიხეილ სააკაშვილს სხდომაზე დასწრების საშუალება არც დღეს მისცეს. კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირების რეკომენდაცია არ გასცა.

ადვოკატებმა მიხეილ  სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვა მოითხოვეს. 

პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ჩართვას სპეციალური დაწესებულებიდან თავად უზრუნველყოფდნენ, საავადმყოფოში კი კლინიკამ უნდა უზრუნველყოს. შესაბამისად, მისი თქმით, ის ვერ იტყვის, რა დრო დასჭირდება კლინიკას, ამის უზრუნველსაყოფად.

პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები