შალვა ხაჭაპურიძე - მოსამართლემ ორი კალენდარული დღე ითხოვა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ

მოსამართლემ ორი კალენდარული დღე ითხოვა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, პროცესის გადადების მიზეზი ტექნიკური საკითხი გახდა, რაც მტკიცებულებების წარდგენას უკავშირდება. 

"მოსამართლემ ორი კალენდარული დღე ითხოვა, გრაფიკი შემოგვთავაზა, ჩვენ ამ გრაფიკს დავეთანხმეთ, მზად ვართ ვიმუშაოთ, თუ გვეტყვიან, 24-საათიან რეჟიმში  ვართ მზად ვიმუშაოთ. 

ჩვენ წარვადგინეთ მარიამ ჯიშკარიანი მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის ინგლისური ვერსია, სადაც ამერიკელი და ინგლისელი ექსპერტები აწერენ ხელს, ამის გარეშე მოსამართლეს შეეძლო საერთოდ დაუშვებლად ეცნო ეს მტკიცებულება და ამას რა თქმა უნდა ჩვენ არ დავუშვებდით. ამიტომ ეს დასკვნა იქნა წარდგენილი, რომლის ქართული ვარიანტი პირველ დეკემბერს იქნა შეტანილი, გარდა ამისა, წარვადგინეთ სხვა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ბოლო 3-4 დღეში იქნა ჩვენს მიერ მოპოვებული. ეს ეტაპი მტკიცებულებების წარდგენის პერმანენტულად გაგრძელდება.

კითხვები გვაქვს გაგზავნილი, პასუხები არ არის, როდესაც მოვა ჩვენ სასამართლოზე წარვადგენთ შემდეგ ეტაპებზე“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

მისი თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება, შესაძლოა, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა.

მსგავსი სიახლეები