ელენე ხოშტარია - წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მაინც მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება

წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მაინც მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება, - ასე ეხმიანება  „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად,  უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.

ხოშტარიას თქმით, საზოგადოებრივმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო. 

"2 დღის განმავლობაში  ჩვენ ვისმენდით წარმოუდგენელ ცინიზმს, რომ „ჩვენ კაბინეტებში  არ გვაქვს გენერატორები“, „საიდან უნდა მოვიტანოთ, ჩვენ არ ვაწარმოებთო“, „მერე ომში ჩართვას გამოიწვევს ესო“ - წარმოუდგენელი პროპაგანდისტული მანქანა აამუშავეს. არ არსებობს  არგუმენტი, რომ მომაკვდავ ადამიანს, რომელსაც საავადმყოფოებში შუქი და ოპერაცია ჭირდება, არ დაეხმარო. მიხვდნენ,  რომ ძვირი პოლიტიკური ფასი უჯდებათ, მათ შორის საზოგადოებრივი რეაქცია იყო და წარმოუდგენელი შეურაცხმყოფელი განცხადებების შემდეგ მაინც მოუწიათ ამ გადაწყვეტილების მიღება. 

ბუჩა გამახსენდა, როდესაც უარი ათქმევინეს ჯერ პაპუაშვილს და  ატყდა ერთი ამბავი, მერე ფასიც კი დაკარგა  იმ ნაძალადევმა წასვლამ. ფაქტია, რომ საზოგადოებრივი ზეწოლა მოქმედებს და ეს ზეწოლა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები