თეა წულუკიანი - დიდი იმედი მაქვს, სააკაშვილი შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება

დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"როგორც ყოველთვის, როცა პატიმარს და მის უფლებებს ეხება საქმე, ვიქნები კიდევ მეტად გულწრფელი, ვიდრე ჩვეულებისამებრ და ვიტყვი, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ის შეწყვეტს თვითდაზიანების პროცესს, განაახლებს კვების ნორმალურ რეჟიმს. მესმის, რომ ჩემს სიტყვას მის თვალში არ შეიძლება, ჰქონდეს რაიმე ტიპის მნიშვნელობა და წონა, მაგრამ მაქვს ჩემი ვალდებულება, გამოვხატო ის აზრი, რომელიც პატიმარს, მის სიცოცხლესა და უფლებებს ეხება. აუცილებელია, მან შეიცვალოს პოზიცია, რომელიც არის მიმართული მის მიერვე თავისი ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ვინაიდან მთელი სისტემა, იქნება ეს პენიტენციური, სამედიცინო სისტემა, თუ სამოქალაქო სამედიცინო სისტემა, მომართულია იქითკენ, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს გაუმჯობესებული და ბოლომდე დაცული. ამისთვის გვაკლია ერთადერთი რამ, ეს არის მისივე სურვილი და მონაწილეობა თავისივე ჯანმრთელობის დაცვის პროცესში. როგორც კი ის შეიცვლის ამ პოზიციას, დარწმუნებული ვარ, დიდხანს იქნება ჯანმრთელად და როდესაც სასჯელი ამოეწურება, რასაკვირველია, თუკი თავის ჯანმრთელობას თვითონვე მოუფრთხილდება, შეძლებს ნებისმიერ მისთვის სასურველ პროცესში ჩართვას.

ასეთია კანონი – თუკი დააშავებ, არის სასჯელი, სასჯელს უსჯის მოსამართლე და პენიტენციური სისტემა უზრუნველყოფს სასჯელის მოხდის პროცესში პატიმრის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცულობას. დღეს საჭიროა მხოლოდ, რომ მოცემულმა პატიმარმა თავად გადაწყვიტოს თანამშრომლობა შესაბამის სამედიცინო სამსახურებთან, საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რასაც მე მას პირადად ძალიან გულწრფელად ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები