მამუკა მამულაშვილი - დიდი ალბათობით, მიიღეს დირექტივა, რომ შეაჩერონ მოხალისეების ჩამოსვლა

დიდი ალბათობით, მიიღეს დირექტივა, რომ შეაჩერონ მოხალისეების ჩამოსვლა, ეს არის მიზეზი, რატომაც დაიწყო ეს კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა. 

მამულაშვილი აღნიშნავს, რომ  არ გაკვირვებია საქართველოს ხელისუფლებისგან მათი მისამართით თავდასხმა, რაც მისი თქმით, შესაძლოა, ორ ფაქტორს უკავშირდებოდეს. 

"ღარიბაშვილის განცხადებები არ გამკვირვებია, სამწუხაროა,  რომ საქართველოს ასეთი მთავრობა ჰყავს. ეს აჩვენებს იმას, რომ არ გვყავს დამოუკიდებელი მთავრობა და ასრულებს იმას, რასაც ავალებენ კურატორები, რომლებიც არიან  კრემლში. ვინ უნდა იყოს სხვა „გაზპრომის“ მთავრობის კურატორი?  

გაღიზიანებას  იწვევს ის ფაქტი, რომ ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური დანაყოფი უკრაინის არმიაში, რომელსაც მტრის განადგურების  ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს.   არსებობს შესაბამისი სტატისტიკა განადგურებული მტრის, განადგურებული ტექნიკის...    

დიდი ალბათობით,  მიიღეს დირექტივა, რომ შეაჩერონ მოხალისეების ჩამოსვლა, შეაფერხონ ჩვენი მუშაობა. ეს არის მიზეზი, რატომაც დაიწყო ეს კამპანია ჩვენს წინააღმდეგ. შეიძლება ჩემი რამდენიმე გამოსვლა ვერ აიტანა ევროპარლამენტში, სენატში ან კონგრესში, არ მოეწონათ, ალბათ ის, რომ ვახსენე ბიძინა ივანიშვილი, იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც არსებობს ეს პერსონაჟი ქართულ რეალობაში. ალბათ, ბიძინა ივანიშვილმაც დაავალა ღარიბაშვილს, რომ ცოტა უფრო აქტიური ყოფილიყო ჩვენს წინააღმდეგ.  ევროპარლამენტს მივმართე, რომ ბიძინა ივანიშვილს ტყვედ ხალხს ქართველი ხალხი და მანიპულირებს მათით“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები