გიორგი მარგველაშვილი - მესამე პრეზიდენტს წამებით მოკვდინებით ჩვენ ჩავიდენთ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ

მესამე პრეზიდენტს წამებით მოკვდინებით ჩვენ ჩავიდენთ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ,  - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველო ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგას და ძნელია მისთვის იმის თქმა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, რომელიც შესაძლოა, თავადაც პუტინის ტყვეა.  

"მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზი ჩვენ გვაყენებს იმ რეალობის წინაშე,  რომ მისი ციხეში ყოფნა უკვე არის განაჩენი მისი წამებით მოკვდინების. ასეთი განაჩენი თავისთავად უკანონოა, რადგან ასეთ განაჩენს ვერცერთი სასამართლო ვერ გამოიტანდა. შესაბამისად,  არჩევანი დღეს მდგომარეობს იმაში, რომ განვახორციელოთ თუ არა განაჩენი პრეზიდენტის წამებით მოკვდინების, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად უკეთესი გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს მნიშვნელოვნად უკეთესი გადაწყვეტილება რამდენად იქნება გაზიარებული ივანიშვილის მიერ, ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, რადგან არ ვიცი მისი ფიქრის რეჟიმი. 

არ ვიცი, საერთოდ, როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე, რომ ქვეყანაში,  სადაც პირველი პრეზიდენტის ძალადობრივად მოკვდინების შემდეგ ჯერ კიდევ არ არის ეს ჭრილობა შეხორცებული, ეს ქვეყანა დღეს, თავის მესამე პრეზიდენტს წამებით კლავს. ასეთი აქტი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ჩავიდენთ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ, გავხლიჩავთ კიდევ უფრო მეტად ჩვენს საზოგადოებას, ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც მართლა წყდება ჩვენი რეგიონის ბედი, ჩვენ პუტინის მიერ დასახელებულ პირად მტერს გამოვუტანთ წამებით განაჩენს, - ამ არჩევანის წინაშე დგას დღეს საქართველო. რაც შეეხება ივანიშვილს არ გამოვრიცხავ, რომ ისიც ისეთივე ტყვეა პუტინის დღეს, როგორც ბევრი რუსი ოლიგარქი და არის მძიმე ვითარებაში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები