გიორგი მარგველაშვილი - ვითარების დაძაბვა გამოიხატება იმაში, რომ არათანამშრომლობა და გარიყვა ამ ხელისუფლების, იგივე უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა

პოლიტიკოსებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ ამას ყველაფერს,  -  ეს არის ვითარების დაძაბვა, - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ხელისუფლებასთან ართანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ მისი გარიყვაა. 

"პოლიტიკოსებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცენ ამას ყველაფერს, ვითარების დაძაბვა გამოიხატება იმაში, რომ არათანამშრომლობა და გარიყვა ამ ხელისუფლების, იგივე უნდა გააკეთონ ჩვენმა პარტნიორებმა. ასე მიიყვანეს პუტინისტური რუსეთი იქამდე, სანამ პუტინმა არ გადაწყვიტა, რომ მსოფლიოს ბატონია - კლავდნენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს მოსკოვში, მაინც ყველას  პუტინთან საქმის დაჭერა ყველას უნდოდა. მიიღეს ის ვითარება, რომ ევროპაში აქვთ ბირთვული ომის საშიშროება. ასევე საქართველოს დიპლომატიური კორპუსი და ჩვენი პარტნიორები უნდა იყვნენ ძალიან აქტიურები და ზეწოლით მოვიყვანოთ სწორ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მისი თქმით, რეალური ქმედებების  ნაცვლად პოლიტიკოსები იმით არიან დაკავებული, რომ ყოველდღე განიხილავენ, თუ რა ცუდად მოიქცა „ქართული ოცნება“.

"როდესაც ჩვენ ვხედავთ, რას განიხილავენ პოლიტიკოსები ყოველდღე, რა დისკუსიებშიც არიან შესულები. არა მარტო პოლიტიკოსები, მოლაპარაკე თავები, განიხილავენ დეტალურად, შედიან სიღრმისეულ დისკუსიებში, რომ ყოველდღე არიან აღშფოთებულები, - უიმე, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთ ელჩს მიაყენა შეურაცხყოფაო, ამით არიან დაკავებულები“, -  აცხადებს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები