ვილი პაჭკორია - ეს არის მკვლელობა უიარაღოდ, დრო პაციენტის სასარგებლოდ არ მუშაობს

ეს არის მკვლელობა  უიარაღოდ, დრო პაციენტის სასარგებლოდ არ მუშაობს, - ამის შესახებ "კლინიკების ასოციაციის" დამფუძნებელმა ვილი პაჭკორიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, დაგვიანებული გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლოა, პაციენტს უცხოელმა ექიმებმაც ვეღარ უშველოს. 

"ეს არის მკვლელობა  უიარაღოდ, დრო პაციენტის სასარგებლოდ არ მუშაობს, არც ერთი დღე დასაკარგი არ გვაქვს, მითუმეტეს კონსილიუმმა მიგვითითა, რომ 2-3 თვე ეს არის მაქსიმუმი ასეთი სერიოზული პაციენტისათვის. აქედან გამომდინარე,  თითოეული დღე პაციენტისთვის არის  მნიშვნელოვანი და იმდენად მნიშვნელოვანი, რომ გადაყვანის შემთხვევაში, შესაძლებელია, ამერიკელმა და ევროპელმა ექიმებმაც კი ვეღარ უშველოს.  ნუ მივიყვანთ ამ მდგომარეობამდე“, - განაცხადა ვილი პაჭკორიამ. 

ის "ვივამედის“ ექიმებს მიმართავს და მეტი გაბედულებისკენ მოუწოდებს. 

"ძალზე ბევრია დამოკიდებული „ვივამედის“ ექიმებზე, მეტი გაბედულებაა საჭირო, უნდა ვთქვათ პირდაპირ, რომ საქართველოს პირობებში მსგავსი სირთულის პაციენტს ვერ ვმართავთ და  რაც უფრო ადრე ვიტყვით ამას ღიად, ეს გადაარჩენს პაციენტს, გადაგარჩენთ თქვენც, ვინაიდან მკვლელობის თანამონაწილეობა, ყველაზე დიდი ცოდვაა“, -განაცხადა ვილი პაჭკორიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები