აფრიკული ზღაპარი გრძელდება - მაროკო 1/2 ფინალში ითამაშებს

მიმდინარე მუნდიალის 1/4 ფინალურ ეტაპზე მაროკოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა და 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.

მაროკო გახდა პირველი აფრიკული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში ითამაშებს.

შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მაროკოს 1/2 ფინალში გასვლა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაციაა.

აშკარა ფავორიტი პორტუგალია და ლეგენდარული კრიშტიანუ რონალდუ მუნდიალს მიღმა დარჩა.

მატჩის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს იუსუფ ენ-ნესირმა გაიტანა.

მაროკო 1/2 ფინალში ინგლისი-საფრანგეთის წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი