საფრანგეთი 1/2 ფინალში ითამაშებს

საფრანგეთი 1/2 ფინალში ითამაშებს

ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოვლენები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4 ფინალური ეტაპის უკანასკნელ მატჩში, სადაც ერთმანეთს ინგლისი და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა ფრანგებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ძალიან დაძაბულ და რთულ ბრძოლაში მოახერხეს მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა მეტოქის დამარცხება.

ანგარიში მე-17 წუთზე ფრანგმა ნახევარმცველმა აურელიან ჩუამენიმ შორეული გასროლით გახსნა. 55-ე წუთზე ჰარი კეინმა თერთმეტმეტრიანით ანგარიში გაათანაბრა. 78-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ საკუთარი გუნდი დააწინაურა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისს შეეძლო წონასწორობის აღდგენა ჯერ 84-ე წუთზე, როდესაც ჰარი კეინმა პენალტი ვერ გამოიყენა და შემდეგ ბოლო წამებზე, როდესაც მარკუს რაშფორდს ძალიან ცოტა დააკლდა სახიფათო ჯარიმა გოლად ექცია.

საბოლოოდ 1/2 ფინალში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ითამაშებენ, მათი მეტოქე მაროკოს ნაკრები იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატი 13 დეკემბერს განახლდება, ასე დაწყვილდნენ გუნდები 1/2 ფინალური ეტაპის წინ:

13 დეკემბერი, 23:00 საათი: არგენტინა - ხორვატია

14 დეკემბერი, 23:00 საათი: საფრანგეთი - მაროკო

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი