კობა ნაყოფია - ამ ტყუილის მიზანია გადაფარონ წამების და მოწამვლის ფაქტები, მოვუწოდებ ყველას, ნუ მანიპულირებენ მოგონილი ოპერაციებით

ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, მისი მდგომარეობა საგანგაშოა, ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს მდივანმა კობა ნაყოფიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის  წამებისა და  მოწამვლის ფაქტების გადაფარვის მიზნით ვრცელდება დეზინფორმაცია. 

"რაც ხდება, ეს შეგვიძლია შევაფასოთ, რომ ეს არის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა. დღეს რაც ვნახე, ბოლოს რომ მოვინახულე, იმასთან შედარებით გაცილებით უფრო სუსტად არის. წარმოიდგინეთ, მისი სიმაღლის ადამიანი, მისი აღნაგობა გახსოვთ ალბათ, ყველას და ის იწონის 73 კილოს. უმძიმესი სურათია. ყოველდღე მას უფიქსირდება 38 პლუს სიცხე. 

გავრცელდა ინფორმაცია,  თითქოს მან ოპერაცია წამოსვლამდე, 2021 წელს გაიკეთა, რაც არ შეეფერება სიმართლეს. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, გამოითხოვონ კლინიკიდან, თუ ასეთი კლინიკა არსებობს, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ოპერაცია გაიკეთა.  

ეს არის მორიგი ფეიკი და ტყუილი, რაც ჩვევიათ. ბოლო მანიპულაცია მიხეილ სააკაშვილმა გაიკეთა 6 წლის წინ - 2017 წლის დასაწყისში. ამის მიზანი არის გადაფარონ წამების ფაქტები, გადაფარონ მოწამვლის ფაქტები. მოვუწოდებ ყველას, ნუ მანიპულირებენ მოგონილი ოპერაციებით, ელექტრონული სიგარეტებით და გამოგონილი ფაქტებით. მისი მდგომარეობა საგანგაშოა, რა დროს რა შეიძლება მოხდეს არავინ იცის. ნებისმიერ დროს შეიძლება რამე მოხდეს,  ეს ადამიანი არის დროზე გადასაყვანი უცხოეთში, სპეციალიზირებულ კლინიკაში“, - აცხადებს კობა ნაყოფია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები