იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება.

კომიტეტმა დღეს ექვს კანდიდატს: ანა აბაშიძეს, თამარ მახარობლიძეს, როინ მიგრიაულს, ლია მუხაშავრიას, ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს მოუსმინა.

კანდიდატებმა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, სასამართლო სისტემის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობაზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების წესზე, ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში სასამართლოს რეფორმის კუთხით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე მოქმედი წევრისთვის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებაზე; გამოხატვის თავისუფლებასა და მოსამართლის დამოუკიდებლობაზე; „რუსთავი 2“ - ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და გასულ წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლო გავლენაზე ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე.

ანა აბაშიძის წარმდგენია ა(ა)იპ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის, თამარ მახარობლიძის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, როინ მიგრიაულის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; ლია მუხაშავრიასი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი და ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები; ლევან ნემსაძის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია, ნინო ნიშნიანიძის - საქართველოს სიკეთის სიმართლისა და ერთიანობის კავშირი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხვალ გახდება ცნობილი როდის გაიმართება დარჩენილ 8 კანდიდატთან გასაუბრება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება 8 დეკემბერს დაიწყო და პროცესში 32 კანდიდატი მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები